20:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 12:47:18, 283 ნახვა

საზოგადოება
კალაძე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს გაეცნო

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6 ში, მიმდინარეობს არსებული ავარიული 4-სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი, რომელსაც დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან დედაქალაქში ბევრი ავარიული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა საჭიროებს განახლებას.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ამჟამად გამრეკელის N6-ში მიმდინარეობს ერთ-ერთი ავარიული სახლის დემონტაჟი. ეს იყო ოთხსართულიანი სახლი, რომელსაც მეოთხე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული. აქ 19 ოჯახი ცხოვრობდა, მივიღეთ ყველას თანხმობა და ამის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება. ამ ოთხსართულიანის ნაცვლად აშენდება 8-სართულიანი, თანამედროვე ქართული არქიტექტურის ნაგებობა. აქ მცხოვრებ ადამიანებს გადაეცემათ მოწესრიგებული, გარემონტებული ფართები, სადაც გააგრძელებენ ცხოვრებას. იქამდე, ვიდრე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ეს ოჯახები მუნიციპალიტეტს ქირით ჰყავს გაყვანილი და ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს დედაქალაქის მერია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტი შედგენილია შპს „Georgian Houses"-ის მიერ, ხოლო მშენებლობას ახორციელებს შპს „ბკ ქონსთრაქშენი“. ობიექტის მიწოდების ვადაა 36 თვე, სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 6 475 669 ლარს, ხოლო სამშენებლო ფართობია 4809.9 კვ.მ.

აღნიშნული პროქტით, 19 ოჯახი დაკმაყოფილდება. ნატურით ანგარიშსწორებაში მონაწილეობს 22 ბინა და 1 კომერციული ფართი.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics