10:36 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 11:23:36, 377 ნახვა

საზოგადოება
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ ქვეკომპონენტის, სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

„სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, პროექტის კოორდინატორი რანუ სინჰუ და მსოფლიო ბანკის ექსპერტები: მიწის ადმინისტრირების მიმართულებით, ანა კორსი და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ზდრავკო გალიკი.

მიწის შეფასების კრიტერიუმებზე ონლაინ ფორმატში ისაუბრა ექსპერტმა რიჩარდ გროვერმა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წამომადგენლების ჩართულობით გაიმართა.

სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ქვეკომპონენტი ითვალისწინებს, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების გზით, მიწის საინფორმაციო სისტემის შემუშავება-დანერგვას, ეროვნულ დონეზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მასიური შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვას, მიწის მდგრადი მართვის სტრატეგიის შემუშავებას, ასევე, მიწის კონსოლიდაციის ეროვნული სტრატეგიის მომზადებას და მის პილოტირებას.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მიწის ინვენტარიზაცია/დეშიფრირების სამუშაო პროცესს და სააგენტოს ტექნიკურ შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიწათსარგებლობისა (Land Use) და მიწის საფარის (Land Cover) ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნის, ასევე, გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნის პროცესზე, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკისა და ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით მიმდინარეობს. აღინიშნა, რომ საქმიანობა, რომელიც მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არც ერთ ინსტიტუციას არ უწარმოებია, ხოლო წარსულში მხოლოდ ნაწილობრივ ხორციელდებოდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით გამოცდილება არ არსებობს.

„საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ქვეკომპონენტის ღირებულება 14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და იგი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ თანაბრად ფინანსდება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მიწის მართვისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრის განვითარებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი სისტემის მყარი საფუძვლის შექმნას“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics