20:29 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 17:12:09, 374 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს სტუდენტები - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ქართველი ხალხის მიერ ერთხელ უკვე უკუგდებული კანონის მიღებაზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზეა საუბარი.

თსუ-ს სტუდენტები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, რომ უარი თქვას, „ქართველი ხალხის მიერ ერთხელ უკვე უკუგდებული", „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე და „ნაცვლად მოქალაქეების სახელმწიფოსგან დაშორებისა, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ ჩართულობას მართვაში".

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედიაორგანიზაციების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას, თუ ისინი დაფინანსების ნაწილს „უცხოური ძალისგან“ იღებენ.

გვესმის, დემოკრატიულ სახელმწიფოში თავისუფალი და დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მნიშვნელობა ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში;

ვაღიარებთ, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან განუზომელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის როლი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში;

ვიზიარებთ, საერთაშორისო საზოგადოების, ასევე, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მწვავე გამოხმაურებას ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით;

გვაშფოთებს, მსგავსი კანონების სხვა ქვეყნებში სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების, საბოლოოდ კი მთლიანი საზოგადოების, ჯანსაღი გამოხატვის შეზღუდვისთვის გამოყენების ნაცადი პრაქტიკა;

მიგვაჩნია, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას, მის ფუძემდებლურ პრინციპებსა და ქართველი ხალხის ისტორიულ, ეროვნულ და ურყევ, ევროპულ არჩევანს; დაუშვებელია გამჭვირვალობის, როგორც თავისუფალი საქმიანობის შეზღუდვის ინსტრუმენტად გამოყენება.

ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები, ასევე, კურსდამთავრებულები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ და ერთადერთ არჩევნად ევრო-ატლანტიკური სივრცე მიგვაჩნია, შევახსენებთ საქართველოს პარლამენტს, ევროკომისიის ცხრა ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისას მიეცა ქვეყანას შესასრულებლად:

პირველი რეკომენდაცია: ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა;

მეცხრე რეკომენდაცია: […] სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას, ქართველი ხალხის მიერ ერთხელ უკვე უკუგდებული, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე და ნაცვლად მოქალაქეების სახელმწიფოსგან დაშორებისა, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ ჩართულობას მართვაში", - ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics