20:30 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 12:49:31, 303 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების ევროპის მწვანე შეთანხმების განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ევროპის მწვანე შეთანხმების (European green deal) განყოფილების ხელმძღვანელს, ადამ ცვეჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

„მინისტრის პირველმა მოადგილემ, საკანონმდებლო სფეროში ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესზე  ისაუბრა და ყურადღება გარემოზე ზემოქმედების შეფასების (EIA) და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (SEA) სისტემის გაუმჯობესებაზე გაამახვილა. 

საუბარი შეეხო „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების მნიშვნელობის საკითხს, ასევე, საქართველოს განახლებული, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტს (NDC) და 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგიას.

ადამ ცვეჩის განცხადებით, საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, თვალსაჩინო პროგრესი აქვს; შესაბამისად, ენერგეტიკული გაერთიანება მზადაა, ხელი შეუწყოს საქართველოს კლიმატის ცვლილებისა და, ზოგადად, გარემოს დაცვის სფეროში არსებული რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესს.

ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს წევრ ქვეყნებში გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება, ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო  2017 წლის 1 ივლისს გაწევრიანდა.

შეხვედრას ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics