20:30 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 12:36:26, 268 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშია Air Astana-ს ჯგუფის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშია Air Astana-ს ჯგუფის რეგიონულ მენეჯერს, კამილა  ჟაილაუბაევას შეხვდა. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ყაზახეთიდან მგზავრთნაკადის მუდმივ ზრდასა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელობას.

ირაკლი  ქარქაშაძის განცხადებით, 2023  წლის განმავლობაში ყაზახური ავიაკომპანიების წილი ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი იყო - განსაკუთრებით აღსანიშნავია FlyArystan-ი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 მიმართულებით წარმატებით ოპერირებს.

"ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ავიაკომპანიებთან შეხვედრებს, რათა მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. Air Astana ჯგუფთან შეხვედრის მიზანი იყო მოგვესმინა მათი გეგმების შესახებ საქართველოში. FlyArystan-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისში კვირაში 15 სიხშირით იფრენს. საერთო ჯამში კი საქართველოდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვირაში 39 სიხშირით შესრულდება. ცენტრალური აზია ძალიან საინტერესო სეგმენტია ჩვენი აეროპორტებისთვის და ტურიზმის სექტორისთვის. ვხედავთ, რამდენად მზარდია მოთხოვნა. მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის საჰაერო მიმოსვლა იყოს მიმზიდველი და ხელმისაწვდომი თითოეული მგზავრისთვის",- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ყაზახურმა მხარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენის სიხშირეებს გაზრდას გეგმავს და ჯამში Air Astana და FlyArystan საქართველოში კვირაში 39 სიხშირით იფრენს.

ზაფხულის სეზონზე Air Astana თბილისი-ალმატის მიმართულებით კვირაში 10 სიხშირით იფრენს, თბილისი-ასტანას მიმართულებით კვირაში 5 სიხშირით, ბათუმი-ალმატის მიმართულებით კვირაში 9 სიხშირით.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტური  FlyArystan-ი ყაზახეთის 5 ქალაქის მიმართულებით კვირაში 15 სიხშირით იფრენს. 

2023 წელს საქართველოს ბაზარზე ყაზახური ავიაკომპანიების წილი ბაზრის 5 %-ს შეადგენდა. გასულ წელს ყაზახეთიდან საქართველოს  167,492 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. 

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics