|
2024-04-10 23:21:14, 338 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ქვეყანაში არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, სპორტსმენები როგორმე პოლიტიკაში ჩართონ, თუმცა ეს არ გამოუვათ
ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითიც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - აქვთ თუ არა სპორტსმენებს უფლება, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირონ. კალაძის თქმით, ქვეყანაში არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, სპორტსმენები როგორმე პოლიტიკაში ჩართონ, თუმცა ეს არ გამოუვათ. „ესენი ძირითადად არიან რადიკალური ჯგუფები, ყველა ვიცით, ვინ არიან, რას წარმოადგენენ. ერთი პატრონი ჰყავთ და ერთი ფრთის ქვეშ არიან. ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ქვეყანაში სიმშვიდეს, გამარჯვებას, განვითარებას, წინსვლას, თუმცა არცერთ მტერს არ გამოუვა არაფერი. ქვეყანა განვითარდება, იქნება სიმშვიდე, არანაირი მეორე ფრონტი. როინ ქოჩორაშვილის აღნიშნულ სტატუსთან დაკავშირებით დღეს გავაკეთე განმარტება და მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ არიან დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ, ფეხბურთი, სპორტი, ჩვენი სპორტსმენები როგორმე პოლიტიკაში შემოიყვანონ, თუნდაც განცხადებებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილისა და მისი მამის, როინ ქოჩარაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ "პოსტს" გამოეხმაურა და თქვა, რომ როინ ქოჩორაშვილი "ნაცია" და "გახარიას პარტიის წარმომადგენელია". კალაძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გიორგი ქოჩორაშვილი და მისი მამა თბილისში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ მარშს გამოეხმაურნენ. ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში აქციაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. როინ ქოჩორაშვილმა კი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)