14:14 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-09 15:45:23, 363 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო - პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებას, რომლისთვისაც სიცოცხლე გაიღო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო  9 აპრილის ტრაგედიიდან 35-წლისთავს ეხმაურება.

საელჩო აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა.

პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო.

ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics