|
2024-04-09 12:44:51, 347 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა ისრაელში გარკვეული პროდუქციის ექსპორტი შეზღუდა
თურქეთმა ისრაელში გარკვეული პროდუქციის ექსპორტი შეზღუდა. როგორც ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვა იმოქმედებს მანამ, სანამ ისრაელი "არ შეწყვეტს ცეცხლს და არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდებას ღაზას სექტორისთვის". უწყების ცნობით, ისრაელში პროდუქციის ექსპორტი დღეიდან, 9 აპრილიდან შეიზღუდება, შეზღუდვა კი ალუმინის და ფოლადის ნაწარმის რამდენიმე სახეობას, საღებავებს, ელექტროკაბელებს, სამშენებლო მასალებს, საწვავსა და სხვა მასალებს შეეხება. "ისრაელი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და უგულებელყოფს საერთაშორისო საზოგადოების მრავალრიცხოვან მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტისა და უწყვეტი ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. ღაზას სექტორში შექმნილი მძიმე სიტუაციის ფარგლებში, ჩვენ მოვუწოდებთ, საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, წვლილი შეიტანოს ისრაელის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაში”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)