15:06 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-09 10:15:05, 407 ნახვა

პოლიტიკა
მილერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოს ევროპული გზიდან უკან დახევს

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვას - "თქვენ გაავრცელეთ განცხადება, სადაც თქვით, რომ შეშფოთებული ხართ "რუსული კანონით“, მაგრამ ისინი წინ მიიწევენ, რა არის თქვენი პოლიტიკა აქ?“ - მილერმა ასე უპასუხა:

"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული. თუ ამ კანონს მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ; ის უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან; პრობლემას შეუქმნის დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, ჯერ არ მიუღიათ. ასე რომ, ნებისმიერი პოტენციური შედეგისადმი პატივისცემის გამო, დღეს არ ვაპირებ ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის გახილვას, რომელიც შეიძლება გადავდგათ... ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, თუმცა რა შეიძლება გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ის წინ წავა, ამის შესახებ დღეს პასუხი არ მაქვს. დაგვაკვირდით“,- განაცხადა მეთიუ მილერმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის რეინიცირების შესახებ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი საკითხს სამჯერ გამოეხმაურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics