|
2024-04-08 15:07:52, 491 ნახვა
პოლიტიკა
„არა რუსულ კანონს“ - პარლამენტთან აქცია იმართება [ვიდეო]
"არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი არიან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პარლამენტში რეინიცირებას აპროტესტებენ. "რუსებო", "არა რუსულ კანონს" - სკანდირებენ აქციაზე შეკრებილი ადამიანები. აქციის პარალელურად, დღეს 15:00 საათზე პარლამენტის ბიურო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დაარეგისტრირებას გეგმავს. შეგახსენებთ, 3 აპრილს "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში იმავე დღეს დააინიცირეს.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს ღალატში ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)