|
2024-04-07 18:18:31, 491 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობოები - მოვუწოდებთ „ოცნების“ ლიდერებს, აუხსნან ხალხს, ავალებდნენ თუ არა უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას
არასამთავრობო ორგანიზაციები "ქართული ოცნების" იმ ლიდერებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში საქმიანობდნენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში, მოუწოდებენ, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას. არასამთავრობოები აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ თავად საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების გასაძლიერებლად მოქმედებენ და იმოქმედებენ. "საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ "რუსული კანონის" ავტორი პარტიის წარმომადგენლები ათწლეულების განმავლობაში საქმიანობდნენ აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. მათ შორის:
მათი ნაწილი, როგორც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე მუშაობდნენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართლმსაჯულების, თანასწორობის, თვითმმართველობისა და სხვა საკითხებზე. დღეს ისინი აცხადებენ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც წლების განმავლობაში თავად წარმოადგენდნენ, უცხო სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ მათ, ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმე ავალებდათ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ საკუთარი წესდებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების გასაძლიერებლად",- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი", "მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი", "მწვანე ალტერნატივა", "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია", "პლატფორმა სალამ", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი", "საფარი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "საქართველოს ევროპული ორბიტა", "საქართველოს რეფორმების ასოციაცია", "საქართველოს სასამართლოს გუშაგი", "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი", "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი", "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი", Tbilisi Pride, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს ღალატში ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)