17:45 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-04 17:09:30, 417 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - პირდაპირ ექვემდებარება იმ პრინციპებს, რომელიც ღირებულია თითოეული ქართველისთვის

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ შეაფასა „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და ამ საკითხზე მედიის შეკითხვებს უპასუხა. 

კახა კალაძის განცხადებით, კანონპროექტი უკავშირდება სწორედ გამჭირვალობას და სხვას არაფერს. 

„კანონი, რომელიც უკავშირდება გამჭირვალობას, პირდაპირ ექვემდებარება იმ მნიშვნელოვან პრინციპებს, რომელიც ღირებულია თითოეული ქართველისთვის. ის, რომ ჩვენ გავიძახით - გვინდა ევროპული მომავალი, ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება, ზუსტად ამ პრინციპებს ეფუძნება ის ევროპულობა და ევროპული მომავალი, რაც პირდაპირ კავშირშია სამართლიანობასთან, გამჭირვალობასთან, ადამიანის უფლებებთან, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, საკუთრების უფლების დაცვასთან. ამ ღირებულებების ერთ-ერთი კომპონენტი, როგორც ვთქვი, არის გამჭირვალობა. თუ ხელისუფლების, თანამდებობის პირების მხრიდან ვითხოვთ გამჭირვალობას, ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის იყოს ნათელი, ცნობილი და ცხადი, თუ რომელი ორგანიზაცია რომელი ქვეყნიდან იქნა დაფინანსებული. ამის გასაჯაროებაზეა საუბარი, მეტი არაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა სახელისუფლო გუნდის შეცდომად მიიჩნია გასულ წელს გაწვეული კანონპროექტის თაობაზე საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირება. 

„რაც შეეხება შარშან გაწვეულ კანონს, ეს იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაც, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საზოგადოებას ვერ ავუხსენით სწორად და ვერ მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რადიკალურმა ჯგუფებმა მოახერხეს, რომ ეს კანონი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რუსეთთან, შეენიღბათ, როგორც რუსული“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ამ ტიპის კანონმდებლობა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის, ავსტრალიაში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ასევე, ინიციირებულია ევროკავშირში. 

„აქ საუბარია გამჭირვალობაზე. ეს დონორ ორგანიზაციებსაც დაეხმარება და გეტყვით, რატომ - ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსდა USAID-ის მიერ. საუბარი იყო მძიმე დაავადებების მქონე ბავშვების მშობლების დატრენინგებაზე, რეალურად კი რისი ტრენინგი მიმდინარეობდა, ხომ გვახსოვს ყველას? ეს გაურკვევლობები რომ იყოს აცილებული თავიდან, დარწმუნებული ვარ, ჩვენი დონორი ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი და დამზღვევი იქნება აღნიშნული კანონი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics