|
2024-04-04 16:37:11, 339 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მიმდინარე წლის 10 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტზე, საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტს ვიზიტზე უარი საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის შესაბამისად ეთქვა. „საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს უარი ეთქვას 2024 წლის 10 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით ლიეტუვის რესპუბლიკაში, ქალაქ ვილნიუსში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებულ 2024 წლის 27 მარტის № 2183 წერილით წარმოდგენილ წინადადებაზე“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)