20:43 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-31 12:55:21, 603 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - 2012 წელს, ხაზარაძე და მისი პარტნიორი ნაცმოძრაობა ერთად იყვნენ დაკავებულნი ბიზნესის რეკეტით

2012 წელს, როცა ხაზარაძე და მისი პარტნიორი პარტია „ნაცმოძრაობა" ერთად იყვნენ დაკავებულნი ბიზნესის რეკეტით, სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო 1 100 000 ადამიანი, დღეს ეს მაჩვენებელი 600 000-ზე ნაკლებია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს „ლელოს" განცხადებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.  
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სიღარიბე ქვეყანაში პრაქტიკულად განახევრდა და ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო მეტად შემცირდება.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. გასულ თვეს გვქონდა 9.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი მიზანია, ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად შემცირდება სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში მოგვცემს სიღარიბის სრულად აღმოფხვრის საშუალებას. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics