|
2024-03-28 16:59:38, 732 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე „ოცნების“ ათწლიანი პროგრესის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა მიღწევას გვახსენებს
ზუსტად შვიდი წლის წინ, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს შესაძლებლობა, თავისუფლად ემოგზაურათ ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ბევრი ელოდა საქართველოდან მასობრივ გამოსვლას, მაგრამ ამ თვალსაზრისით, უვიზო მიმოსვლამ მხოლოდ ახალი ჰორიზონტები გახსნა და მოქალაქეებს ფართო შესაძლებლობები მოუტანა". „ახლა, ევროინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღწეული ათწლიანი პროგრესის შემდეგ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მოვიპოვეთ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა ჩვენს მიღწევას გვახსენებს. ჩვენ დავამყარეთ უვიზო ან გამარტივაბეული სავიზო მიმოსვლა მრავალ ქვეყანასთნ, მათ შორის ჩინეთთან და მტკიცედ ვაგრძელებთ მსგავსი პარტნიორობის ხელშეწყობას სხვა ქვეყნებთან, რათა სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის სიკეთეები კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე, „პასპორტის გლობალურ ინდექსში“ ქართული პასპორტი 51-ე ადგილს იკავებს, ჩვენს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული სავიზო პროცედურებით 122 ქვეყნის მონახულება შეუძლიათ. და რაღა თქმა უნდა, გველოდეთ EURO-2024-ზე“,- წერს შალვა პაპუაშვილი.
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)