15:02 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-28 15:08:12, 801 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა ბრიუსელში, გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ბრიუსელში ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ევროკომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

„ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის უწყვეტი თანადგომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და ქვეყნის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები და ევროკავშირის შესაბამისი გენერალური დირექტორატების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics