2024-03-27 12:28:15, 620 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის საელჩო - საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას ევროკავშირის საელჩო ეხმაურება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩო სოციალურ ქსელში მილოცვას აქვეყნებს.
„საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! ყველას გილოცავთ, ეროვნულ ნაკრებს კი ვუსურვებთ წარმატებას ევროპის ჩემპიონატში“, - წერს საელჩო.
შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ, 26 მარტს საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში, ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,