21:46 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-26 17:57:53, 681 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა „აგროჰაბის“ ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში „აგროჰაბის" ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კომპანიის დამფუძნებლებს და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დედაქალაქისთვის ახალი და რაც მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხის სტანდარტებით მომუშავე ობიექტის შემატება. 

„მართლაც სასიხარულო დღეა თბილისითვის - ახალი, ძალიან საინტერესო და მინდა ვთქვა, არქიტექტურულადაც გამორჩეული, ლამაზი ობიექტი შეემატა ჩვენს ქალაქს. „აგროჰაბი" მგონი ყველა მომხმარებლისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან საყვარელი დანიშნულების ადგილია, გამორჩეული იმით, რომ ძირითადად ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების წახალისებას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

„აგროჰაბის" რიგით მეხუთე ფილიალი თბილისში  ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე გაიხსნა,  ეს არის თანამედროვე, 4-სართულიანი მულტიფუნქციური სივრცე.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელთა მხრიდან აღინიშნა, ისევე როგორც სხვა უკვე მოქმედი ობიექტების, ახალი ფილიალის ძირითადი კონცეფციაც მომხმარებელთა ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებით მომარაგებას და მაღალი ხარისხის სერვისს გულისხმობს. ფილიალები „აგროჰაბის" წარმოების პროდუქტებით მარაგდება ცენტრალური საწარმოდან, რომელიც 2023 წელს 3000 კვ. მ ფართობზე აშენდა. აღსანიშნავია, რომ „აგროჰაბში" ამჟამად  2000-მდე ადამიანია დასაქმებული, ახალი ფილიალის დამატებით კი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

„აგროჰაბი" თვითონ მნიშვნელოვან საწარმოო კომპლექსზეა დაფუძნებული და წარმატების დიდი ნაწილიც ზუსტად ამით არის განპირობებული, რომ ხარისხიანი, მაღალი დონის ქართული პროდუქცია კომპანიამ მომხმარებლამდე მაქსიმალურად ეფექტიანად და კომფორტულად მიიტანოს, რასაც დიდი წარმატებით ახერხებთ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„აგროჰაბი" ახლო მომავალში კიდევ აპირებს საქმიანობის გაფართოებას - კომპანია წელს რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს თბილისსა და ქუთაისში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics