21:46 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-26 15:21:16, 813 ნახვა

პოლიტიკა
TI - საკრებულოს მაჟორიტარის არჩევნების მეორე ტურის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

საკრებულოს მაჟორიტარის არჩევნების მეორე ტურის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებას და საკუთარ თავზე მორგებას".

"მიმდინარე წლის 20 მარტს "ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტს მიმართეს საარჩევნო კოდექსში ცვლილების ინიციატივით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი მინიმალური 40%-იანი ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს.

ცვლილების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები აღარ იარსებებს, რაც ზრდის ამომრჩეველთა ხმების დაკარგვის რისკს და არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს უკარგავს შანსს, რომ მეორე ტურში მხარი ერთიან ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭირონ.

კანონის მოქმედი რედაქციით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე კანდიდატის საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლება მაშინ, როდესაც ის მიიღებს კონკურენტებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმების 40%-ისა. იმ შემთხვევაში თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 40%-იან ბარიერს, ინიშნება მეორე ტური. აღნიშნული ბარიერი საარჩევნო კოდექსში 2021 წელს დაწესდა.

წარმოდგენილი ცვლილება ასევე ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ საკრებულოს წევრად არჩეულ იქნეს კანდიდატი, რომლის წინააღმდეგაც უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე მის მხარდასაჭერად. საბოლოო ჯამში, იზრდება საფრთხე იმისა, რომ ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნება ადექვატურად არ აისახოს  მანდატებში. 

ამრიგად, წარმოდგენილი ცვლილება აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯია, რაც ასევე ასახავს საერთო ტენდენციას, რომელიც უკანასკნელ წლებში, არჩევნებთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების საკანონმდებლო პოლიტიკაში შეინიშნება. კერძოდ, ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებას და საკუთარ თავზე მორგებას.

საილუსტრაციოდ, საკმარისია გავიხსენოთ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით ახლახანს მიღებული ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში, რომლებიც მთლიანად უგულებელყოფს ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტს არ მიიღოს ინიცირებული კანონპროექტი",- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics