|
2024-03-25 16:35:08, 802 ნახვა
პოლიტიკა
ფაშინიანი - ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება
ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება,- ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს აღნიშნა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თქმით, "ყველაფერი გაკეთდება, რათა ახალი ჰორიზონტები გაიხსნას ორი ქვეყნის ურთიერთობებში". "დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ირაკლი თავისი სერიოზული დამოკიდებულებით თავის წვლილს შეიტანს ურთიერთობების გაღრმავებაში სომხეთსა და საქართველოს შორის... წინა წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან არა მარტო ჩვენს რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას. დღეს ჩემს კოლეგას ასევე გავაცანი ის პროცესები და ჩვენი მოსაზრებები, რომლებიც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, სომხეთი მზად არის, რომ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაფერი გააკეთოს და ჩვენი პასუხისმგებლობა ვიკისროთ ამ მიმართულებით. ველით, რომ მსგავსი დამოკიდებულება იქნება მეორე მხრიდანაც. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისკენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ... ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება. მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და კიდევ უფრო ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენს ურთიერთობებში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ერევანში, მადლობას მოგახსენებთ ვიზიტისთვის და ამ პროდუქტიული საუბრებისთვის",- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)