|
2024-03-24 12:32:38, 831 ნახვა
საზოგადოება
კოალიცია მოსამართლეთა კონფერენციაზე - კლანი კვლავ შეეცდება, წამყვან თანამდებობაზე მისდამი ნდობით აღჭურვილი პირები აირჩიოს
კლანი კვლავ შეეცდება, მართლმსაჯულების ადმინისტრირების წამყვან თანამდებობაზე მისდამი ნდობით აღჭურვილი პირები აირჩიოს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მოსამართლეთა კონფერენციასთან დაკავშირებით ავრცელებს. კოალიცია იმედოვნებს, რომ "მოსამართლეთა უმრავლესობა გაუმკლავდება პოლიტიკურ, პროფესიულ თუ პირად თავდასხმებს და 2024 წლის 24 მარტს გასამართ კონფერენციაზე გავლენიანი ჯგუფის მიერ მართლმსაჯულების ინტერესების და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელი მიმართვის წარდგენის შემთხვევაში, მხარს არ დაუჭერენ მას". "24 მარტს მოსამართლეთა XXXII კონფერენცია ჩაინიშნა. დღის წესრიგის თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად, კონფერენცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მდივნის არჩევასა და "სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე“ იმსჯელებს. მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება მართლმსაჯულების სისტემური რეფორმების თაობაზე ევროკომისიის დათქმის დისკრედიტაციის მცდელობის ფონზე. სასამართლოს სისტემის გაჯანსაღება ევროკავშირის ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნაა და შესაბამისად, ამ კონფერენციის თითოეულ ასპექტს დააკვირდება არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია. შესაბამისად, კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებს მნიშვენლოვანი გავლენა ექნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვისაც. მოსამართლეთა კონფერენციებზე დაკვირვების წინარე გამოცდილებამ აჩვენა, რომ სასამართლო თვითმმართველობის ეს უმნიშვნელოვანესი ფორმატი, ძირითადად, პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის, გასაძლიერებლად გამოიყენებოდა. კონფერენციის დღის წესრიგიდან გამომდინარე და მითითებული გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კლანი კვლავ შეეცდება, მართლმსაჯულების ადმინისტრირების წამყვან თანამდებობაზე მისდამი ნდობით აღჭურვილი პირები აირჩიოს. ამის საფუძველზე კი, მოსამართლეთა მოჩვენებითი ერთიანობით მოხდება განსხვავებული აზრის მქონე პირთა, მათ შორის, იმ მოსამართლეების დისკრედიტაცია, რომლებიც მზაობას გამოხატავენ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნებისთვის, გადამოწმდეს მათი კეთილსინდისიერება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება კონფერენციაზე მოსამართლეთა მიერ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის თუ პარტიული ინტერესებისგან დაცლილი ჯანსაღი პოზიციების დაფიქსირებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა გაუმკლავდება პოლიტიკურ, პროფესიულ თუ პირად თავდასხმებს და 2024 წლის 24 მარტს გასამართ კონფერენციაზე გავლენიანი ჯგუფის მიერ მართლმსაჯულების ინტერესების და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელი მიმართვის წარდგენის შემთხვევაში, მხარს არ დაუჭერენ მას",- აღნიშნულია განცხადებაში.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)