23:18 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-22 16:11:12, 619 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - როდესაც მოქალაქეები ემიგრაციაში გარბიან, ხელისუფლება მათ ხმის მიცემის უფლების რეალიზების შესაძლებლობაზე უარს ეუბნება

მაშინ, როდესაც უკიდურეს სიღარიბეს, უმუშევრობასა და გაზრდილ ფასებს ასიათასობით საქართველოს მოქალაქე იძულებით ემიგრაციაში გაურბის, ხელისუფლება მათ უარს ეუბნება ხმის მიცემის უფლების რეალიზების შესაძლებლობაზე,- ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობოს" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

ბოკუჩავამ ყურადღება საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხზე გაამახვილა.

„ბატონო ილია, თქვენ ცრუობთ, როდესაც ამბობთ, რომ სისტემა არ ითხოვს საცხოვრებელი მისამართის მითითებას. ელექტრონული სისტემა სწორედ, რომ ითხოვს საცხოვრებელი ადგილის მითითებას. ასევე, გართულებულია ფოტოსურათის ატვირთვის პროცედურა, რომელიც კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია იძულებით, ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისთვის, რომ საკონსულო აღრიცხვაზე ავიდნენ და ხმა მისცენ არჩევნებში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, ადამიანები საზღვარგარეთ არა სამოგზაუროდ, არამედ, ფასების ზრდის და უმუშევრობის, სიღარიბის და უპერსპექტივობის გამო არიან წასული.

„როდესაც ჩვენ იძულებით ემიგრაციაში მყოფ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ეს ადამიანები უხილავი არიან ივანიშვილისთვის და მისი პარტიის წარმომადგენლებისთვის. მათთვის უხილავი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათი პრობლემებით და უპერსპექტივობით. არადა ესენი არიან რეალური ადამიანები, რეალური ისტორიებით, რომლებიც გარბიან იმისთვის, რომ საქართველოში დარჩენილი ოჯახები შეინახონ", - თქვა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics