|
2024-03-22 14:40:08, 594 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მოსმენა მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას, საარჩევნოდ უცხოეთში მყოფი ემიგრანტების საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის თემაზე, მმართველი პარტიის პოლიტიკა გააკრიტიკა. "800 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა 2012 წლის შემდგომ ქვეყნიდან წასულიყო იმიტომ, რომ შემოსავალი, სამუშაო ადგილი არ აქვს. ფასების ზრდის პირობებში უბრალოდ, ოჯახს ვერ არჩენენ. წავიდნენ ადამიანები იმისთვის, რომ სარჩო-საბადებელი იშოვონ და აქ შვილებს გადმოურიცხონ. მილიარდები შემოდის აქედან საქართველოს ეკონომიკაში. ყველა ჩვენს თანამემამულეს უნდა საქართველოში დაბრუნება... მინდა გკითხოთ - რას ერჩით ამ ემიგრანტებს? ადამიანები, რომლებიც საკონსულოში მოგმართავენ საკონსულო აღრიცხვაზე და თქვენი საკონსულოები მათ არ არეგისტრირებენ. მაგალითად, ხელში მაქვს ბოლო ერთი თვის სტატისტიკა ნიუ-იორკის საკონსულოსთან დაკავშირებით. 52-მა ადამიანმა მიმართა ნიუ-იორკის საკონსულოს რეგისტრაციისთვის",- მიმართა ვაშაძემ დარჩიაშვილს. აღნიშნულის შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს უმრავლესობის წარმომადგენლებმა "მოღალატე" და "ნაძირალა" უწოდეს.
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)