2024-03-21 10:44:31, 512 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ და პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკვე მიმართეს.
ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,