|
2024-03-20 23:14:12, 729 ნახვა
მსოფლიო
„საქართველო გახდა რუსეთის უკანა ეზო, სადაც დირექტივებს კრემლიდან იღებენ“ - სააკაშვილის მიმართვა ევრონესტს
დღეს უკვე აშკარაა, რომ საქართველო გახდა რუსეთის უკანა ეზო, სადაც დირექტივებს იღებენ კრემლიდან, - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევრონესტს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, "მტკივნეულია იმის ყურება, რომ საქართველო, ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, ახლა უკან ჩამორჩება და იმყოფება ოლიგარქის მძევლობაში მისი ძალაუფლების დაუოკებელი სურვილის გამო". „ძვირფასო კოლეგებო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეიდან, ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება რადეკ სიკორსკისთან, კარლ ბილდტთან და ანდრიუს კუბილიუსთან მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნაზე, რაც დიდწილად იყო პასუხი 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრაზე. მტკივნეულია იმის ყურება, რომ ჩემი ქვეყანა საქართველო, ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, ახლა უკან ჩამორჩება და იმყოფება ოლიგარქის მძევლობაში მისი ძალაუფლების დაუოკებელი სურვილის გამო. დღეს უკვე აშკარაა, რომ საქართველო გახდა რუსეთის უკანა ეზო, სადაც დირექტივებს იღებენ კრემლიდან, დემოკრატია დანაშაულია, დასავლეთი მტერია, პოლიტიკური ოპონენტები ციხეში არიან, ხოლო თავისუფლება შორეულ ოცნებად იქცა. უკრაინის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩემს გათავისუფლებას, რადგან ამის ნებართვა არ მიუღიათ კრემლიდან. ივანიშვილის ხალხი ევროპელებს ეუბნება, რომ ჩემი გათავისუფლება გამოიწვევს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას; საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემი პატიმრობის პოლიტიკურ ხასიათს. ძვირფასო მეგობრებო, მაშინ, როდესაც ყველა ჩვენგანის ბედი, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და მის მიღმა, ახლა უკრაინაში წყდება, ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ ის უდიდესი მისწრაფება, ბრძოლა და მიღწევები, რაც ჩვენმა ერებმა საკუთარი ევროპული ოცნებისთვის გამოიარეს. ჩვენ ვერ დავუშვებთ ამას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება. მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და წარმატებულ შეხვედრას გისურვებთ", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელსაც პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. ცნობისთვის, დღეს, 20 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ოპოზიციამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრებაზე რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერა".
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)