10:30 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 13:21:55, 376 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - სამართალდამცველებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს

დამეთანხმებით, რომ  დანაშაულის პრევენცია,  მასზე ეფექტიანი რეაგირება, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, ჩვენი სამართალდამცველების მხრიდან ყოველდღიურად, ძალიან დიდ ძალისხმევას, დაუღალავ შრომასა და თავდადებას მოითხოვს, – ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.

მისი თქმით, 2023 წელი სოციალური გარანტიების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი წელი იყო.

„სამართალდამცველებისთვის ღირსეული და სათანადო სამუშაო გარემოს შექმნა, სოციალური გარანტიების გაუმჯობესება და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი სოციალური გარანტიების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი წელი იყო. ამავე წელს, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, აშენდა,  გარემონტდა და ახალი ინფრასტრუქტურითა თუ ტექნიკით აღიჭურვა სხვადასხვა დანაყოფის შენობები, ასევე აქტიურად გაგრძელდა ავტოპარკის განახლება.

2023 წელსაც გავაგრძელეთ ზრუნვა თანამშრომლების პროფესიული უნარების განვითარებაზე, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე.

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ გასულ წელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს არაერთი მოტივირებული ახალგაზრდა შემოუერთდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics