2024-03-19 21:53:02, 645 ნახვა
მსოფლიო
მელონი - ჩვენ არ ვემხრობით საფრანგეთის წინადადებას, რომელიც სახიფათო ესკალაციის საწინდარია
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას მხარს არ უჭერს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება უსარგებლოა.
„ჩვენი პოზიცია არ ემხრობა საფრანგეთის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, რომელიც სახიფათო ესკალაციის საწინდარია. ეს ყველანაირ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან“, - განაცხადა მელონიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,