|
2024-03-19 19:24:01, 585 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი“ გლობალური ინიციატივის „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“
„ლიბერთი“, ქართულ საფინანსო სექტორთან ერთად, ტრადიციულად წელსაც შეუერთდა გლობალურ ინიციატივას - „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის", რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარდა. ღონისძიება, საქართველოში უკვე მეშვიდედ გაიმართა და მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ინვესტიციების გაზრდას მიეძღვნა. ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობაში, გენდერული თავისებურებების გათვალისწინებას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. სამწუხაროდ, საქართველოში ქალები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროცესში, არაერთ ბარიერს აწყდებიან, რაც ხელს უშლით მათ არა მარტო დაიწყონ ან განავითარონ ბიზნესსაქმიანობები, არამედ საკუთარი წვლილი შეიტანონ თემების ცხოვრების გაუმჯობესებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, სიღარიბის შემცირებასა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. „მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღეთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ყოველწლიურ ღონისძიებაში - „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის". „ლიბერთი“ ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც შეუერთდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს. მჯერა, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება პირდაპირ აისახება ქვეყნის GDP-ს მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე. ეს კი ნიშნავს, რომ ქალების როლი მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის „ლიბერთი“ ინვესტიციებს ახორციელებს ისეთ ინიციატივებში, რომელიც უზრუნველყოფს ქალებისთვის განათლების ხელშეწყობას და ფინანსური წიგნიერების ამაღლებას", - განაცხადა ვატო ბაბუნაშვილმა, „ლიბერთის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე, ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი, საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქურდიანი, საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო სექტორის წარმომადგენლები და ბიზნესგაერთიანებების წევრები. ინიციატივა, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში" ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)