12:08 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-19 13:40:08, 328 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო აშშ-ში, საერთაშორისო სათავგადასავლო ტურისტულ გამოფენაზე Travel and Adventure Show 2024 იყო წარმოდგენილი

დაცული ტერიტორიების სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში, საერთაშორისო სათავგადასავლო ტურისტულ გამოფენაზე Travel and Adventure Show 2024 იყო წარმოდგენილი.

მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო.

„მსგავსი მასშტაბის გამოფენაში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოს და მისი უნიკალური ბუნების პოპულარიზაციისთვის, ასევე, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების აქტიური მოზიდვის ხელშეწყობისთვის. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი ტურისტული კომპანიები; ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღნიშნულ კომპანიებს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის შესახებ“, - აღნიშნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

გამოფენის Travel and Adventure Show 2024 მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს დაცული ტერიტორიებზე, ვირტუალური სათვალეების საშუალებით გასცნობოდნენ საქართველოს უნიკალურ ბუნებას.

საქართველოს ეროვნული პარკების და სათავგადასავლო მიმართულებების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა, მოეწყო პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები. 

Travel and Adventure Show ტურიზმის სფეროში მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებაა. 19-წლიანი ისტორიის განმავლობაში, აღნიშნულმა გამოფენამ დააკავშირა 2,5 მილიონზე მეტი მოგზაურობის მოყვარული, 15 000-ზე მეტი ტურისტულ სექტორში მოღვაწე კომპანია და ათასობით სამოგზაურო მედია და მარკეტინგული არხი. 

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics