12:08 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-18 19:59:45, 589 ნახვა

საზოგადოება
ოდიშარია „თბილისი პრაიდის“ სემინარზე - წარსულში გამოგვეპარა ასეთივე პროცესები, როდესაც ამერიკული FARA-ს პლაგიატის იმპლემენტაცია დააპირა „ქართულმა ოცნებამ“ და ასეთმა დატრენინგებულმა ადამიანებმა ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს

„ვილა მოსავალში“ გამართულ სამ დღიან სემინარს უფრო მიზნობრივ სწავლებას დავარქმევდი. სიმართლე გახლავთ ის, რაც იყო პირველ წამოცდენაში რომ აქ იყო სწავლება, თუ როგორ აქციონ დღეს ეს საჭირო, ეროვნული, ხალხის დაკვეთით დამუშავებული კანონპროექტი რუსულად, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით სასტუმრო „ვილა მოსავალში“ ჩატარებულ სემინარს გამოეხმაურა.

ბექა ოდიშარიამ პარალელი გაავლო გასული წლის მოვლენებთან, რომელიც უკავშირდებოდა „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთმა დატრენინგებულმა ადამიანებმა შეიყვანეს შეცდომაში ახალგაზრდები.

„წარსულში სამწუხაროდ გამოგვეპარა ასეთივე ტიპის პროცესები, როდესაც ამერიკული FARA-ს პლაგიატის იმპლემენტაცია დააპირა „ქართულმა ოცნებამ“ და სწორედ ასეთმა დატრენინგებულმა ადამიანებმა შეცდომაში შეიყვანეს ჩვენი გულანთებული ახალგაზრდები და საპროტესტო მუხტი გააჩინეს ამერიკული კანონის ქართული ვარიანტის მიმართ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics