2024-03-18 13:31:30, 668 ნახვა
საზოგადოება
ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო, ქუთაისსა და ბათუმში, 2 სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა
ქუთაისში, კერძო სკოლა "პროგრესში" და ბათუმში, ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ევაკუაცია გამოცხდდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ორივე საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ევაკუაცია საჭირო ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების შესვლის გამო გახდა.
ამ დროისთვის შენობებში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,