|
2024-03-18 12:09:45, 616 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები - ეს ხალხი ივანიშვილის სინდისზეა
მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები - ეს ხალხი მთლიანად ივანიშვილის სინდისზეა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა მათ, რომ საქართველო დაეტოვებინათ. "მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები. ეს არის ის ხალხი, ვინც არის მთლიანად ივანიშვილის სინდისზე. ივანიშვილმა მოუწოდა მათ, საქართველო დაეტოვებინათ. ესენი არიან მამები, რომელთან ჰქონდათ არჩევანი, ან უარი ეთქვათ თავის ოჯახზე. მრავალი წელი რომ მიდიხარ, შვილი და მეუღლე ვერ მიგყავს, უარს ამბობ საკუთარ ოჯახში ყოფნაზე, ოღონდ ბავშვს და ოჯახს საჭმელი ჰქონდეს. 20 ათასი დოლარი მოაგროვეს ყველა წყაროდან და ახლა ჩაუვარდნენ ნარკოკარტელებს ხელში. ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ახლა უნდა შეაგროვონ ფული ოჯახებმა და გამოიყვანონ უკან. ალბათ, სახლს და ყველაფერს დაკარგავენ, შესაძლოა, სიცოცხლეც. ეს ივანიშვილმა მოუწოდა, წადით უცხოეთშიო. როგორ სძინავთ ამის შემდეგ ივანიშვილს და მის ხელქვეითებს, როგორ არ აწუხებთ რაღაც ადამიანური მართლა“,- განაცხადა ექსპრეზიდენტმა. ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მექსიკის საზღვართან საქართველოს 30-მდე მოქალაქე გაიტაცეს - მოქალაქეები ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)