|
2024-03-17 23:35:34, 930 ნახვა
მსოფლიო
ეგზიტპოლები: ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87% მოიპოვა
რუსეთმა გამოაქვეყნა პირველი ეგზიტპოლის შედეგები მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურა მთელ ქვეყანაში. ამ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხმების 87%-ს იღებს. თუ ეს მაჩვენებელი არ შეიცვლება, ეს იქნება პუტინის საუკეთესო შედეგი არჩევნებში მონაწილეობის მთელ ისტორიაში. VTsIOM-ისა და FOM-ის ეგზიტპოლის შედეგები მოსკოვის დროით 21:00 საათზე გამოქვეყნდა - ამ დროისთვის რუსეთში საარჩევნო უბნები დაკეტილი იყო (თუმცა საზღვარგარეთ ხმის მიცემა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა). VTsIOM ეგზიტპოლის მიხედვით, სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური, ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეხუთე ვადით მსახურობს, 87%-ით იმარჯვებს. FOM-ის ინფორმაციით, ის ლიდერობს 87,8%-ით. წინა არჩევნებში, 2018 წელს, პუტინმა გაიმარჯვა 76,69%-ით. ანუ თუ VTsIOM-ის მონაცემები რეალობასთან ახლოსაა, წელს მისი მაჩვენებლები რეკორდული იქნება. რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების წყალობით, პუტინი შეძლებს კიდევ ერთხელ მაინც იყაროს კანდიდატურა და დარჩეს ხელისუფლებაში 2036 წლამდე. VTsIOM-ის გამოკითხვა ჩატარდა რუსეთის 69 რეგიონის 1400 საარჩევნო უბანზე. FOM-მა ეგზიტპოლი 82 რეგიონში 1320 საარჩევნო უბანზე ჩაატარა ორივე ეგზიტპოლი მეორე ადგილს ანიჭებს რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კანდიდატს ნიკოლაი ხარიტონოვს (VTsIOM-ის მიხედვით, მან მიიღო ხმების 4,6%, FOM-ის მიხედვით - 4,7%). მესამე ადგილზეა „ახალი ხალხის“ კანდიდატი ვიაჩესლავ დავანკოვი (ხმების, შესაბამისად, 4,2% და 3,6%). ბოლო არის LDPR-ის ხელმძღვანელი, ლეონიდ სლუცკი - VTsIOM აძლევს მას ხმების 3%-ს, FOM - 2,5%. ეს მონაცემები შეესაბამება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განცხადებით, პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87,97%-ს იღებს. დანარჩენი კანდიდატების ადგილები, ამ შედეგების მიხედვით, ისე გადანაწილდა, როგორც VTsIOM-ისა და FOM-ის ეგზიტპოლში. ვლადიმერ პუტინის გამარჯვება ამ არჩევნებში სრულიად პროგნოზირებადი იყო, რადგან მისი რეალური პოლიტიკური ოპონენტები ან გარდაცვლილები არიან, ციხეში ან გადასახლებაში, ან არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)