01:08 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-16 15:38:02, 867 ნახვა

პოლიტიკა
ალიევი - მხარდამხარ ორი მეგობრული, მოძმე ქვეყანა ერთად ვივლით წინ

მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ – ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების დაცულობის მხარდამჭერნი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.

როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება იქნეს შეცვლილი, საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი, დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს

„წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი განცხადებები გავაკეთეთ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, მხარი გვაქვს ერთმანეთისთვის დაჭერილი და ამას გავაგრძელებთ. არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება იქნეს შეცვლილი, საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ოკუპირებული იყო და შეძლო თავისი ტერიტორიების დახსნა. კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო სამართალი ხანდახან შეიძლება, იყოს ძალით უზრუნველყოფილი. ეს არის ლეგიტიმური, ალტერნატივა გაერო-ს ქარტიის კონტექსტში, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, თავდაცვის მიზნით, გამოიყენოს ეს უფლება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში არის ძალიან დიდი მნიშვნელობის. მეზობელი, მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა ვთქვა, რომ ამ შესავლის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება, რადგან ხალხს აქვს მეგობრული ურთიერთობა, დელეგაციებს ერთად უმუშავიათ ბევრი წლის განმავლობაში და მეგობრებად იქცნენ უკვე. მხარდამხარ ჩვენ, ორი მეგობრული და მოძმე ქვეყანა ერთად ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით. კიდევ ერთხელ, ბატონო პრემიერო, მოგესალმებით აზერბაიჯანში“, – განაცხადა ალიევმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics