|
2024-03-15 20:23:51, 591 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - თუ „ენჯეოები“ ფიქრობენ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტზე ორი აზრი უნდა არსებობდეს, მაშინ უკვე გასაგებია რასთან გვაქვს საქმე
"ენჯეოების" განცხადებები უკვე განსაცვიფრებელია, მათი განცხადება ვნახეთ, რომ თურმე, ხელისუფლებას განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით რეაქცია არ უნდა ჰქონდეს. რა განსხვავებულ აზრზეა საუბარი? - ქვეყნის სუვერენიტეტსა და საქართველოს კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 12 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, "სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვერავინ დათმობს, საქართველოს ხელისუფლებისგან ამ საკითხზე არანაირი კომპრომისი არ იქნება". "თუ "ენჯეოები" ფიქრობენ, რომ ორი აზრი უნდა არსებობდეს ქვეყნის სუვერენიტეტზე, მაშინ უკვე გასაგებია რასთან გვაქვს საქმე. ეს არის სწორედ ის მავნე გავლენა, რაც აქვს უცხოურ დაფინანსებას, როცა 100 პროცენტიანი დაფინანსება აქვს ამა თუ იმ ორგანიზაციას. ეს ის არის სწორედ, რისი დამკვიდრებაც უნდა ზოგიერთ ასეთ ორგანიზაციას, რომ ქვეყნის სუვერენიტეტზე არსებობდეს ორი აზრი - ერთი აზრი, რომელიც იტყვის, რომ დამოუკიდებლობაა მნიშვნელოვანია და მეორე კითხვის ნიშნის ქვეშ დასვან, იქნებ არის შესაძლებელი, რომ ჩვენ ის 30 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორია, რომელიც სისხლით და ბრძოლით ვაშენეთ, ამას ერთი ხელის მოსმით ხაზი გადავუსვათ. საქართველოს ხელისუფლებისგან ამ საკითხზე არანაირი კომპრომისი არ იქნება. რა თქმა უნდა, სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვერავინ დათმობს. პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და მის სუვერენიტეტს. ვინც ფიქრობს, რომ ამ საკითხზე შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, საჯარო დისკუსიაში მათი ადგილი ნამდვილად არ არის”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)