13:53 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-15 13:56:54, 556 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს პროექტის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის - „ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება საქართველოს სამართალდამცავ უწყებებში“ - გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ალექსანდრე დარახველიძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია არასრულწლოვანთა უფლებების ეფექტური დაცვა და გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერება.

"მან ასევე ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელობას და ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს საპოლიციო თანამშრომლობისა და თავისუფლების აღკვეთის სამმართველოს წარმომადგენელი დონჩე ბოშკოვსკი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე და სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი გვანცა ჩხაიძე.

ღონისძიების მიზანს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება, ასევე, სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.

შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივი მხარდაჭერისა და ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება. მისი მიზანია, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანი და ანგარიშვალდებული წესით შესრულების მონიტორინგის კუთხით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics