13:53 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-15 10:57:10, 755 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ პროექტ „გასტროლების“ მეორე სეზონი დაიწყო

საქართველოს ბანკის პროექტი, „გასტროლები“, რომლის მიზანი საქართველოში არსებული გამორჩეული კონცეფციის მქონე გასტრონომიული ობიექტების წარმოჩენა და ბიზნესის წახალისებაა, მეორე სეზონით დაბრუნდა. პროექტი საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების მხარდაჭერის სტრატეგიის ნაწილია და მისი მეშვეობით უკვე არაერთმა კვების ობიექტმა პოპულარობა მოიპოვა და ახალი მომხმარებლები შეიძინა.

„გასტროლები“ YouTube-ის ვიდეო-სერიების ფორმატს ითვალისწინებს, სადაც შეფი, დიმიტრი რჩეულიშვილი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალ თუ კარგად ცნობილ კვების ობიექტებს სტუმრობს და მათი შექმნის ისტორიას, ტრადიციებსა თუ სამზარეულოს მაყურებელს აცნობს. ამასთან, გასტრო-ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროექტში ჩართულ კაფე-რესტორნებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის სპეციალური პირობებიც მოქმედებს.

 „გასტროლების“ მორიგ ეპიზოდში, დიმიტრი რჩეულიშვილი და სპორტული კომენტატორი, გიორგი კალატოზი, თბილისში მდებარე ობიექტებს - „Pub 44-სა“ და „დროშები ჩქარას“ ესტუმრნენ. „Pub 44“ სპორტულ თემატიკაზე შექმნილი ირლანდიური სტილის პაბია, ხოლო „დროშები ჩქარა“ ეროვნულ მოტივებზე შექმნილი ბარია, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული.  ამ ობიექტებს აერთიანებს ის, რომ ორივე მათგანში შესაძლებელია საზეიმო განწყობითა და გემრიელი კერძების თანხლებით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოახლოებული მატჩები ნახოთ და გუნდს უგულშემატკივროთ.

აღსანიშნავია, რომ 21 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დინამო არენაზე ევრო 2024-ის მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს და პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს. საქართველოს ბანკი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  მთავარი სპონსორი და ქართული ფეხბურთის მხარდამჭერია.

საგულისხმოა, რომ პროექტ „გასტროლების“ პირველი სეზონი 16 ეპიზოდს მოიცავდა. ამ ეპზიოდებში მაყურებლებს შესაძლებლობა ჰქონდა, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კაფე-რესტორანი გაეცნო. ვიდეოებმა სოციალურ ქსელში 1 600 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. გარდა YouTube სერიებისა, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ქუჩის გამოკითხვებიც, სადაც არაერთი საინტერესო ობიექტი თუ საფირმო კერძი დასახელდა და მორიგი ეპიზოდებისთვის შთაგონების წყაროდაც იქცა.

გასტროლების ახალი ეპიზოდი უკვე ხელმისაწვდომია YouTube-ზე. მის სანახავად ეწვიეთ ეწვიეთ ამ ბმულს და შეიტყვეთ იმ ადგილების შესახებ, საიდანაც შეგიძლიათ უგულშემატკივროთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, თუ სტადიონზე სტუმრობას ვერ ახერხებთ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics