|
2024-03-15 10:52:08, 562 ნახვა
საზოგადოება
გენპროკურატურის ორგანიზებით, არასრულწლოვანთა ცენტრალური მულტიდისციპლინური საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და ევროკავშირის პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში" მხარდაჭერით, არასრულწლოვანთა ცენტრალური მულტიდისციპლინური საბჭოს შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა მულტიდისციპლინური საბჭოს წევრებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. "შეხვედრა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა გახსნა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსი დავით სიმონია, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერი ანტონიო დალ ბორგო, ევროკავშირის პროექტის უფროსი ექსპერტი რენატე ვინტერი, გაეროს ბავშვთა ფონდის, გენერალური პროკურატურისა, სასამართლოსა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. გენერალური პროკურორის მოადგილემ ისაუბრა არასრულწლოვანთა ადგილობრივი საკოორდინაციო მექანიზმის როლსა და მნიშვნელობაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარებაში. როგორც ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, არასრულწლოვანთა ადგილობრივი საკოორდინაციო მექანიზმი ნამდვილად ქმნის უწყებებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობისთვის ეფექტიან პლატფორმას, რაც ხელს უწყობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელებას. შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა მულტიდისციპლინური საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე, საბჭოს სხდომის მონაწილეებს მიეწოდათ შემაჯამებელი ინფორმაცია 2023 წლის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში, პროკურატურის ინიციატივით გამართული არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოების სხდომების მუშაობის შედეგების შესახებ. შეხვედრაზე ყველა მონაწილე უწყებამ წარმოადგინა ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ. შეხვედრის ბოლოს, ევროკავშირის პროექტის უფროსი ექსპერტის მიერ გაზიარებული იქნა რეკომენდაციები ცალკეული უწყების მიერ ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. პროკურატურა აქტიურად გააგრძელებს საკოორდინაციო მექანიზმის მხარდაჭერას, პარტნიორ უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მექანიზმების დახვეწის მიმართულებით",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)