|
2024-03-15 09:04:20, 697 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - გაუგებარია, რა სიკეთე უნდა მოუტანონ კეზერაშვილმა, სააკაშვილმა უკრაინას, როცა საქართველოს ამდენი უბედურება მოუტანეს
მართლა გაუგებარია უკრაინის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის, კეზერაშვილმა, ადეიშვილმა, სააკაშვილმა, სხვა პირებმა, რა სიკეთე უნდა მოუტანონ უკრაინას, როცა საკუთარ ქვეყანას ამდენი უბედურება მოუტანეს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ამაზე ძალიან ბევრი წუხს და ბევრი კრიტიკული განწყობა არსებობს უკრაინაშიც". „უკრაინას ძალიან ბევრი ნიჭიერი და განათლებული ადამიანი ჰყავს, პოლიტიკაშიც ძალიან პროგრესული ხალხი ჰყავს ჩართული და ჩვენც ბევრი ნაცნობები გვყავს მეცნიერებაშიც, კულტურაშიც, პოლიტიკაშიც და გაუგებარია უბრალოდ, საქართველოში ძებნილი კრიმინალები, რატომ უნდა წარმოადგენდნენ ამ უმძიმეს დროს, ომის დროს უკრაინას. ხალხი, რომელმაც თავის ქვეყანას დიდი უბედურება მოუტანა, როგორ მოუტანს რამე სიკეთეს უკრაინას“,- განაცხადა თალაკვაძემ „იმედი LIVE“-ში.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)