|
2024-03-14 23:48:04, 666 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციაზე - ხალხი უყურებს იმავე ადამიანებს, ვინც არბევდა, ტელევიზიებში იჭრებოდა, ადამიანებს აწამებდა - ყველა ესენი არიან ერთი „ნაციონალური მოძრაობა“
ოპოზიციაში არის ძალიან დიდი ინფლაცია. ჯერ რომ შეხედოთ, რამდენი გამარჯვებული პარტია ჰყავთ, მარტო მაგით მიხვდებით რომ ინფლაცია აქვთ. ყველა ამბობს, რომ პირველ ადგილზე ვარ გასულიო, არჩევნებამდე 8-9 თვით ადრე, ყველა ამბობს, რომ კოალიციას ჩემთან ვინ შექმნის, მე უნდა ავირჩიოო, ყველა ამბობს რომ ჩემი ლიდერი ყველაზე მაგარი ლიდერიაო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა. თალაკვაძის თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე ხალხი უყურებს ერთსა და იმავე ადამიანებს, რისი მაგალითიც გვარამია-მელიას გაერთიანებაა. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, "ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, რის გამოც, არის მცდელობა, მოხდეს მისი კლონირება და „ნაცმოძრაობიდან“ წასული ადამიანებისგან ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნა". „შეიქმნა გვარამია-მელიას პარტია, "ახალი" დაარქვეს. რეალურად მაგ პარტიას უნდა ერქვას "რომელი რომელია", იმიტომ რომ ხალხი უყურებს იგივე ადამიანებს, ვინც არბევდა, ტელევიზიებში იჭრებოდა, ადამიანებს აწამებდა და ვისი საქმეებიც დღემდე სასამართლოს ვერ დაუმთავრებია, გინდა საერთაშორისოს და გინდა ადგილობრივს, იმდენი დარღვევები და დანაშაულები მოჰყვებათ ამათ. მართლა ვერ გაიგებ რომელი რომელია, ყველა ესენი არიან ერთი - „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა უბრალოდ თვალს ვადევნებთ „ნაციონალური მოძრაობის“ კლონირების პროცესს. ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ არის სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, დაშლილია და ამ გაქცეულ ხალხს, ვინც ზოგჯერ მედიას, ზოგჯერ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ზოგჯერ სხვა ქვეყნებს აფარებდა თავს, აგურ-აგურ, 1 და 2%-იანი აგურები გააქვთ ამ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და რას აშენებენ, თვითონაც არ იციან. რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვეხმარება მათი ასეთი დაშლა, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმიტომ რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, არის 5%იანი ბარიერი, რასაც საქართველო გადაჰყავს უფრო სტაბილურ პოლიტიკაზე, უფრო ძლიერ პარტიულ პოლიტიკაზე, სადაც არასტაბილური, უშინაარსო, მერყევი პარტიები ვეღარ მიიღებენ ხალხისგან მანდატს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)