|
2024-03-14 19:43:48, 785 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ყვარელში სიმულაციური ფართომასშტაბიანი სწავლება ჩაატარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, კახეთის რეგიონში, ქალაქ ყვარელში, სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება „დურუჯი 2024“ ჩაატარა. სწავლების მიზანს, ყვარელში არსებული განგაშის გამაფრთხილებელი სისტემის ტესტირება, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა, ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები ესწრებოდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, ინტენსიური წვიმების შედეგად მდინარე დურუჯის შესართავის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიქმნა ღვარცოფის მოვარდნის საფრთხე, რასაც შესაძლოა გამოეწვია რისკის ზონაში არსებული საცხოვრებელი უბნების დატბორვა. სიტუაციის ეფექტიანად მართვისთვის, შეიქმნა შტაბი, სადაც გამოწვეული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, შედგა კრიზისის მართვის გეგმა. უწყებების კოორდინირებულად მუშაობის შედეგად, მოხდა მოსახლეობის უმოკლეს დროში ინფორმირება და ყველა შესაბამისი საევაკუაციო მოქმედებების განხორციელება. სიმულაციურ სწავლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გვარდია, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები, საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)