|
2024-03-14 16:10:52, 1077 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სერვისის განვითარების ტრენინგები იწყება
აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საგაზაფხულო ტრენინგ პროგრამას ტურიზმის დარგში დასაქმებული პირებისთვის მარტის ბოლოდან დაიწყებს. „ტრენინგები განკუთვნილი იქნება სომელიებისთვის, ბარისტებისთვის, მიმტანებისთვის, დასუფთავსების სამსახურისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის. მოკლე ვადიანი თეორიულ-პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამა ასევე მოიცავს სპიკერების საჯარო ლექციებსა და სომელიების სერტიფიცირებულ ტრენინგ-კურსს. საგაზაფხულო ტრენინგებზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. ტრენინგების განრიგი დეპარტამენტის სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე, serviceajara.ge განთავსდება და მასზე რეგისტრაცია ონლაინ იქნება შესაძლებელი. მიმდინარე წელს, რეგიონში სერვისის განვითარების მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე უმასპინძლა გიდების პირველ საერთაშორისო კონფერენციას, გასულ წელს, კი პირველ გასტრო ფორუმს „გასტრო ბათუმი“. წელს, პირველად ასევე იგეგმება Coffee fusion –ის ბათუმში ჩატარება", - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)