|
2024-03-14 15:07:53, 624 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ხაზარაძის განცხადებაზე - აიბლანდნენ ერთმანეთში, არასერიოზული პარტიაა და მათი განცხადებებიც საფუძველს მოკლებულია
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ეხება, მედიის შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, „ლელოსა“ და მისი ლიდერის განცხადებები „უარგუმენტო და მანიპულაციურია". „არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა მივიღოთ ხაზარაძის განცხადება, იმდენ სისულელეს ვისმენთ მათი პარტიის წარმომადგენლებისგან. მერე უკვე აიბლანდნენ ერთმანეთში, ერთი ერთს ამბობს, მეორე - მეორეს, პენსიებთან დაკავაშირებით, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და ა.შ. არასერიოზული პარტიაა და მათი განცხადებებიც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია: არანაირი არგუმენტაცია, არანაირი კონკრეტიკა. ქართველი ხალხი არ მოტყუვდება ამ მანიპულაციით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა პრიორიტეტული საკითხია. დედაქალაქის მერმა ის მუნიციპალური პროგრამაც ახსენა, რომელიც რამდენიმე წელია, მსურველთა გადამზადებისა და დასაქმების მიმართულებით მოქმედებს. „გამოწვევა არის სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. თუ შევხედავთ თუნდაც სამუშაო ადგილების თვალსაზრისით რა ვითარება იყო წლების წინ და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს... საქართველოს ხელისუფლება თავისი პოლიტიკით, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი ადამიანი დასაქმდეს. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს დასაქმების პრობლემა, მეორე მხრივ, ბიზნესსექტორი ეძებს კვალიფიციურ კადრებს, რაც ასევე უდიდესი პრობლემაა. ჩვენ გვაქვს სრულიად უფასო, პროფესიული გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“. სხვადასხვა პროფესიებში გადამზადებას ვახორციელებთ, რათა მსურველებმა კვალიფიკაცია აიმაღლონ. შემდეგ მათ ვეხმარებით დასაქმებაში. 75% არის ამ პროგრამით დასაქმების მაჩვენებელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)