|
2024-03-14 15:07:40, 851 ნახვა
საზოგადოება
ლაზარე გრიგორიადისის დედა აცხადებს, რომ ციხეში შვილთან ვიზიტებს უზღუდავენ
"უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტებს უზღუდავენ. როგორც თამთა კალანდაძე აღნიშნავს, პაემნის შეზღუდვა არის ხელოვნური ბარიერი, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროცედურული მიზეზებით ხსნიან. "უკვე 2 თვე გავიდა, ტელეფონზე კი გვირეკავს ხოლმე, მაგრამ პაემანი არ გვქონია. თებერვლის თვეში დაუწერია განცხადება, რომ უნდოდა პაემანი, მაგრამ უთხრეს, რომ არ არის ადგილები. ახლა 24 მარტისთვის დაუწერია განცხადება და ეს დღე უწევს კვირა. მამაჩემმა გუშინ, ციხეში რომ იყო და რომ იკითხა, რა შეგვიძლია შევიტანოთ, 24-ში გვაქვს ჩანიშნული პაემანი - უთხრეს, რომ არანაირი პაემანი არ არის და 24-ში ვერ იქნება იმიტომ, რომ არის კვირა. ვფიქრობ, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერია. ხან მოსამართლე შვებულებაში გადის, ხან ბოლო სასამართლოდან კიდევ გაგვიჭიანურეს, ეს პაემნები. თურმე, ჩვენთვის შეუძლებელია და ადგილები არ არის, რაღაც აბსურდს ვისმენთ ამდენი თვეა", - განაცხადა თამთა კალანდაძემ "ფორმულასთან" საუბრისას. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის 29 მარტს დააკავეს. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1-ელ მაისს, სასამართლომ გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ ლაზარე გრიგორიადისის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა. 22 ნოემბერს, 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)