|
2024-03-14 10:06:13, 738 ნახვა
საზოგადოება
საუბრები სერგო ფარაჯანოვის ხელოვნებაზე
19 მარტს "თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება საუბრები ფარაჯანოვის შემოქმედებაზე და მის ხელოვნებაზე დაფუძნებულ სხვადასხვა პროექტებზე. ფრანგი მოცეკვავე და ქორეოგრაფი მურად მერზუკი და ფრანგული თეატრალური კომპანიის Saté-âtre-ის დირექტორი, სატე ხაჩატრიანი ისაუბრებენ თუ როგორ შეიქმნა სპექტაკლი ბროწეულის ფერი, რომლის წარმოდგენაც 18 მარტს, რუსთაველის თეატრში შედგება. ხელოვანები ისაუბრებენ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებაზე, თუ რამხელა გავლენა აქვს მის ხედვას დღევანდელ სამყაროში. ისაუბრებენ როგორ იქმნებოდა ქორეოგრაფიული სპექტაკლი და რა გამოცდილება მიიღეს მათ ფარაჯანოვის უკვდავი ხელოვნების ინსპირაციულ პროექტზე მუშაობისას, ქორეოგრაფიული სპექტაკლი აერთიანებს ტრადიციულ კავკასიურ ბგერებს, ხალხურ და ელექტრონული მუსიკას, რომელიც სერგო ფარაჯანოვის მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს სძენს. სერგო ფარაჯანოვი მრავალი კინოპრემიის ლაურატი, კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი იყო. მსოფლიო აღიარება სერგო ფარაჯანოვს ეწვია ისეთი საკულტო ფილმების შექმნის შემდეგ როგორებიცაა: „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" (1965) და „ბროწეულის ფერი" (1969). დისკუსიაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)