|
2024-03-14 00:01:12, 794 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ენმ-ზე - იმისთვის, რომ საზოგადოება დაარწმუნონ, გაჭირვებაში ცხოვრობთ და ჩვენ თქვენზე ვზრუნავთო, სოციალურ ქსელებში რეკლამაში ასი ათასობით დოლარი დახარჯეს
ასი ათასობით დოლარი დახარჯეს იმაში, რათა დაარწმუნონ ადამიანები, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ. წავიდნენ ეს ასი ათასობით დოლარი სხვა კარგ საქმეში დახარჯონ და მანიპულაციებს თავი დაანებონ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, იმისთვის რომ საზოგადოება დაარწმუნონ, თქვენზე ვზრუნავთო, მარტო სოციალურ ქსელებში 65 ათასი დოლარი აქვთ დახარჯული. მდინარაძემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც სიღარიბეს და ინფლაციას ახლავს თან და აღნიშნა, რომ ორი კრიზისის, ორი ომის და პანდემიის ფონზე აღნიშნული ნიშნულის შენარჩუნება ნორმალური შედეგია. „ვიცით, რომ 15% ძალიან გაჭირვებულია და მათზე ვზრუნავთ. ბავშვებზე რომ ზრუნავენ ვითომ, წარმოედგინათ მათ რომ თითოეულ სოციალურად დაუცველ ბავშვზე 200 ლარი იქნებოდა შემწეობა, რომ ელემენტარული საკვები მაინც ჰქონოდა ყველას? დღეს რა სოციალური პაკეტებიც არის, დაზღვევის, ჯანდაცვის რა პაკეტებიც არის, რა დახმარებაც აქვთ ბავშვებს, დიდებს, სოციალური დახმარება რაც არის და სოციალური დახმარების შემწეობის მიმღებების რაოდენობა, უკიდურეს სიღარიბეში მყოფების რაოდენობას რომ გაცილებით გასცდა, ამას წარმოიდგენდნენ კბილებს რომ აძრობდნენ ხალხს და ტოვებდნენ უკბილოდ? ამას ხომ ვერ წარმოიდგენდნენ და ის ადამიანები, რომლებმაც ვერ მოახერხეს, 7%იანი საშუალო ინფლაცია არ ჰქონოდათ ეკონომიკური ბუმების ფონზე, მხოლოდ ერთი კრიზისი იყო მათ დროს და ჩვენ ორი კრიზისის, ორი ომის და პანდემიის ფონზეც მოვახერხეთ რაღაც ნიშნულზე გაჩერება. ის ნიშნულიც მაღალია გასაგებია, ყველა ჩვენგანის ჯიბეს ურტყამს, ეს მშვიდობის შენარჩუნებასთან, ეკონომიკურ წინსვლასთან, სამართლიან განაწილებასთან ერთად საზოგადოებაში არის ძალიან ნორმალური შედეგი. ეს ყველაფერი არის ძნელი მისაღწევი და საქართველო არასდროს დაიხევს უკან იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ეროვნული მიზანი აღასრულოს. ამაში შედის დეოკუპაცია, ევროპა და ევროპელობა, ევროპულ გზაზე სწორი სიარული და ამაში შედის ეკონომიკური კეთილდღეობა და მშვიდობა. ამ ყველაფრის ერთად კეთება არის რთული, დიდ გამოწვევებს ვუძლებთ, მაგრამ ასე გავაგრძელებთ“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)