10:02 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 16:49:07, 890 ნახვა

მსოფლიო
DW - მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

2022 წელს, მსოფლიოში 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე - 4,9 მილიონამდე შემცირდა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციამ (WHO) და მსოფლიო ბანკმა ჩაატარეს.

გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2000 წლის შემდეგ 51%-ით არის შემცირებული, 1990 წლის მონაცემებთან შედარებით კი - 62%-ით.

"ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მშობიარობის დროს გართულებები რჩება. 2000 წლის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით 162 მილიონი დაღუპული ბავშვიდან 72 მილიონი სიცოცხლის პირველივე თვეშია გარდაცვლილი. სხვა მიზეზებს შორისაა რესპირატორული ინფექციები, მალარია, დიარეა", - ვკითხულობთ კვლევაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics