15:34 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 11:35:29, 593 ნახვა

საზოგადოება
კალაძის განცხადებით, 16 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N301 მარშრუტზე იმოძრავებენ

დედაქალაქის მოსახლეობას 18-მეტრიანი ავტობუსები 16 მარტიდან უკვე N301 მარშრუტზეც მოემსახურება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს.

„16 მარტს უკვე მეოთხე მარშრუტზე გავლენ MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი შედეგი მგზავრებისთვის უკვე შესამჩნევია: 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს, რაც იმ უბნებისთვის, სადაც ეს მარშრუტები გადის, დიდი შეღავათია. ამ მიმართულებით იყო პრობლემები, გადატვირთული ავტობუსები, რაც მგზავრებისთვის გადაადგილებას ართულებდა. როგორც იცით, პირველ ეტაპზე შემოყვანილი 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე გადანაწილდა N302, N308 და N314 მარშრუტზე და ასევე, 16 მარტიდან გავლენ N301 მარშრუტზე, რომელიც მგზავრებს მოემსახურება ემირ ბურჯანაძის ქუჩიდან („თბილავიამშენის“ მიმდებარედ) რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩამდე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დანარჩენი 110 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მსგავსი დატვირთვის ხაზებზე გადანაწილდება.

„ველოდებით კიდევ 110 ერთეულ ავტობუსს, რომელიც დატვირთულ ხაზებზე გადანაწილდება. ჯამში, 160 ერთეული ავტობუსი გვყავს შეძენილი. ასევე, დაწყებული გვაქვს დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ პროცედურები უკვე დაიწყო. პარალელურად, მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგება, რომ 18-მეტრიანმა ავტობუსებმა დედაქალაქში გადაადგილება დაუბრკოლებლად შეძლოს“,- განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics