2024-03-13 10:51:19, 746 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯობ ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და ამავე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს თეთრ სახლში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინის დახმარების საკითხს შეეხო.
გარდა ამისა, საუბრის თემა იყო პოლონეთ-აშშ-ის თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში.
როგორც უცხოური მედია წერს, ანჯეი დუდამ ისაუბრა ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3% უნდა დახარჯონ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,