|
2024-03-12 12:48:09, 661 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული 2023 წელი საერთაშორისო რეიტინგებშიც აისახა და შედეგად საშუალო სიდიდის აეროპორტების კატეგორიაში ვართ
აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) იანვრის რეიტინგში ევროპის 450 აეროპორტს შორის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მესამე ადგილზე მოხვდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის შეფასებით, 2023 წლის მილიონ 700 ათასამდე მგზავრით დახურვამ და მკვეთრმა ზრდამ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საერთაშორისო რეიტინგებში მცირე ზომის აეროპორტიდან, საშუალო სიდიდის აეროპორტების კატეგორიაში გადანაცვლება გამოიწვია. ,, ACI-ს განახლებული კლასიფიკაციით, საშუალო ზომის აეროპორტებს მიეკუთვნება მსოფლიოს ყველა აეროპორტი, რომელიც წლიურად 1-დან 10 მილიონამდე მგზავრს ემსახურება. საუბარია ევროპის 450 საშუალო სიდიდის აეროპორტზე. ქუთაისის აეროპორტში 2023 წელს თითქმის მილიონ 700 ათასამდე მგზავრმა ჩვენი აეროპორტის ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა და საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. ACI-ის 2023 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი იმ აეროპორტების გვერდით მოხვდა, რომლებმაც მკვეთრი ზრდა განიცადეს. ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 91 %-ით გაიზარდა და ევროპის აეროპორტებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც მცირე აეროპორტებიდან საშუალო აეროპორტების კატეგორიაში გადაინაცვლა. საუბარია ACI-ის წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 1-დან 10 მლნ-მდე მგზავრს ემსახურებიან. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა "საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა" გაიმართა
თორნიკე რაზმაძე - 3 000 ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში ფინანსური ინკლუზიურობის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)